საბერძნეთი ქვეყანაში შესვლის პირობებს ამკაცრებს | ვის შეეხება რეგულაცია

გამოქვეყნდა:

საბერძნეთი ქვეყანაში შესვლის პირობებს ამკაცრებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ რეგულაციის საჭიროება "ომიკრონის" საფრთხის გამო დადგა.

შესაბამისად, 19 დეკემბრიდან ქვეყანაში შესასვლელად, ყველა მოგზაურს PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევს.

"კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით, ჩვენი ქვეყანა იმ ვიზიტორებს მიიღებს, რომლებსაც ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი ექნებათ“, - ნათქვამია საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი