კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს, მათ შორის ინდონეზიის კუნძულ ბალის მძიმე ეკონომიკურ დარტყმას აყენებს. ინფორმაციას გამოცემა CNN ავრცელებს და წერს, რომ ბალის, რომელიც ტურისტებისთვის მიმდინარე წელს გაიხსნა, 2021 წელს მხოლოდ 45 მოგზაური ეწვია.
ბალის სტატისტიკის ცენტრალური ბიურო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეს იანვარი-ოქტომბრის მონაცემებია. მათივე ცნობით, თითქმის მთელი წლის განმავლობაში, ბალიზე მდებარე აეროპორტი დაკეტილი იყო და ის მხოლოდ 14 ოქტომბერს გაიხსნა. 45 ტურისტიდან უმრავლესობა კუნძულს კერძო იახტით ესტუმრა.
მანამდე კი, 2019 წელს ბალიზე 6,2 მილიონი ტურისტი ჩავიდა, 2020 წელს კი 1,5 მილიონი.
ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა ჩინეთში 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა.