თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, დღეიდან საქართველოში ღამის კლუბები იხსნება

გამოქვეყნდა:

დღეიდან, 17 დეკემბრიდან, თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში ღამის კლუბები იხსნება.

ელექტრონული მუსიკის სივრცეებს პანდემიის გამო გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევთ. ღონისძიებებზე დასწრებას შეძლებენ მხოლოდ:

  • სრულად ვაქცინირებულ პირებს (მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ) 
  • ბოლო 6 თვის მანძილზე კოვიდგადატანილ პირებს

ზოგიერთ შემთხვევაში მოქმედებს ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხიც, თუმცა "სწრაფი" ტესტის პასუხით ვერცერთ კლუბში შესვლას ვერ შეძლებთ.

ახალი რეგულაციების თანახმად, ღონისძიებებს სტუმრების 50% დაესწრება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი