რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, როგორი იქნება ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე.

ბრალდებული მერაბ კობიაშვილის ოჯახი და ადვოკატები გამამართლებელ ვერდიქტს ელოდებიან, ხოლო პროკურატურა - გამამტყუნებელს.

კობიაშვილს 28 წლის თამაზ (თაზო) გორთამაშვილის მკვლელობა ედავებიან. შემთხვევა გუდაურში 2020 წლის 16 თებერვალს მოხდა. დაჭრეს კიდევ ერთი პირი.

ბრალდებული კობიაშვილი გორის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადის ამოწურვის გამო, 2020 წლის 12 ნოემბერს გაათავისუფლა, მას შემდეგ ის ვერდიქტის მოლოდინშია. გორის რაიონულმა სასამართლომ საქმეზე მსჯელობა გუშინ, დილის 10 საათზე დაიწყო, თუმცა პროცესი განაჩენით ვერ დასრულდა.

გუდაურში მომხდარ მკვლელობას წინ ურთიერთდაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი უძღოდა, რისთვისაც პროკურატურამ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 6 პირს წარუდგინა ბრალი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი