
დღეს პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტს მუხლობრივად განიხილავს.
სხდომას მედიებისა და სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ სხდომა ჯერ "კავკასიის" დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა, შემდეგ კი "ფორმულას" დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ და "მთავარი არხის" იურისტმა, თამთა მურადაშვილმა დატოვეს.
მედიამენეჯერების თქმით "ქართული ოცნების" დეპუტატები საუბრის საშუალებას არ აძლევდნენ. ირაკლი ზარქუამ სიტყვა მას რამდენჯერმე შეაწყვეტინა:
ნ.ჯ. - თქვენ აცნობიერებთ, რომ პარლამენტის წევრი ხართ და მოსმენის ვალდებულება გაქვთ მოქალაქეების?
ი.ზ - არ გვინდა ეს შეგონენები
ნ.ჯ. - რა შუაშია, მორალს თქვენ გვიკითხავთ ამდენი ხანია, თქვენ ხართ პარლამენტის წევრი, დამშვიდდით, სიტყვები შეარჩიეთ, ძალიან გეშლებათ რაღაცეები.
თამთა მურადაშვილის თქმით, ცალსახაა, რომ ხელისუფლება ძალაუფლების დემონსტრირებითაა დაკავებული და ტელევიზიებს სთხოვს მადლობლები იყვნენ, რომ აზარტული რეკლამის აკრძალვა 1 მარტიდან შევა ძალაში.
ირაკლი ზარქუა დაუპირისპირდა "ევროპაბეთის" წარმომადგენლებსაც და უთხრა, რომ "უმრავლესობაში ისინი არიან და კანონსაც ისინი ადგენენ", მისივე თქმით, თუ რამე ხვრელი იქნება, ამოავსებენ და მზადაა მხარი დაუჭიროს აზარტული თამაშების საერთოდ აკრძალვას.
ამავე თემაზე: