
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას დამოუკიდებელი კონსილიუმის წევრები დღეს გამოაქვეყნებენ.
ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ისევ მძიმე ნევროლოგიური ფონი აღენიშნება. მარიამ ჯიშკარიანი აპირებს, დასკვნის ის ნაწილი გაასაჯაროოს, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზეა საუბარი.
თუმცა, დასკვნის გამოქვეყნებამდე ჯიშკარიანი და მის მიერვე შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები დღეს კიდევ ერთხელ მოინახულებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, შეისწავლიან მისთვის ჩატარებულ ბოლო კვლევების შედეგებს და დააკვირდებიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.