"გაიშნიკი" - ამ სახელწოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებისა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. მთავარი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლებაა.
აქციის მონაწილეებს დაგეგმილი ჰქონდათ პერფორმანსი, რომლის ფარგლებშიც ადგილზე ერთ-ერთ აქტივისტი "გაიშნიკის" ფორმით უნდა მისულიყო, თუმცა მას პოლიციელებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. სამართალდამცველებმა ის დააკავეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.
ორგანიზატორების თქმით, შსს-სთან შეკრება სწორედ იმის გამო გადაწყდა, რომ იქ მომუშავე ადამიანები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ასრულებენ.
"აქცია ჰქვია "გაიშნიკი". აქციის ჩატარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადავწყვიტეთ რომ ის არის პოლიტიზირებული. მთავარი სლოგანი არის თავისუფლება მიშას. ჩვენ ვხედავთ, რომ 90-იან წლებში რომ იყო "გაიშნიკები", ისე პერიოდში ვართ დაბრუნებული. თუმცა, სოლიდარობას ვუცხადებთ იმ პატიოსან პოლიციელებს, რომლებსაც უწევთ პოლიტიკური დაკვეთების შესრულება", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის შსს-სთან გრძელდება. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.