
"უნდა შევთანხმდეთ თუნდაც ტერმინებზე, რომ მკვლელობას მკვლელობა ჰქვია და მკვლელობაზე პასუხი უნდა აგოს და აღიაროს, რომ მკვლელობა ჩაიდინა" - ამბობს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ეროვნული შერიგების იდეასთან დაკავშირებით.
მან საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და თქვა, რომ "შენდობას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ დანაშაულს აღიარებს".
"ჩემს სიტყვას, რომ მნიშვნელობა ჰქონდეს მაშინ მე ვიქნებოდი პრეზიდენტი. ვინ უსმენს ჩემს სიტყვებს?! არავინ უსმენს და ვინც უსმენს, ამახინჯებს ხოლმე. სახარებისეულ სიტყვებს გეტყვით, ყველასთან გქონდეთ მშვიდობა გარდა იმისა, ვინც პირში გეუბნება მეგობარი ვარ და ზურგს უკან მტერია შენი.
ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარე ხალხი, ჩვენი სარწმუნოებით და სულისკვეთებით. მშვიდობა არის ერთობა, მაგრამ ერთობა შეიძლება მოხდეს რწმენის სიმართლის წყალობის საფუძველზე. და როცა არის ორი დაპირისპირებული მხარე და არის სადავო საკითხები, უნდა შეთანხმდნენ ამ სადავო საკითხებზე, დანაშაული აღიარებული უნდა იყოს და თუ აღიარებული იქნება, მაშინ შენდობილიც იქნება. თუ მე დანაშაულს სიმართლეს ვეძახი მაშინ როგორ შევრიგდებით.
უნდა შევთანხმდეთ თუნდაც ტერმინებზე, რომ მკვლელობას მკვლელობა ჰქვია და მკვლელობაზე პასუხი უნდა აგოს და აღიაროს, რომ მკვლელობა ჩაიდინა. ვინ იყო მკვლელი თქვენ არ იცით?! ჩემზე მეტი ინფორმაცია თქვენ გაქვთ ხოლმე. უკაცრავად, ვაზაგაშვილის მამა ვინ ააფეთქა?! რა ეს თქვენი აზრით, არ იყო მკვლელობა?!", - ამბობს მეუფე იოანე.
ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე
ამავე თემაზე: