"ჭამა არ უნდება, უჭირს მიღება... ძალიან იმედით ელოდება 21 დეკემბრის აქციას" | გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. როგორც მან აღნიშნა, მთავარი საკითხები, რაზეც შეხვედრისას ისაუბრეს, ჯანმრთელობის მდგომარეობა და 21 დეკემბერს დაგეგმილი აქცია იყო.

გიული ალასანია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი თავს ისევ სუსტად გრძნობს და საკვების მიღება უჭირს. მისივე თქმით, ის დიდი იმედით ელოდება  21 დეკემბრის აქციას და სჯერა, რომ ხალხი მშვიდობიანი პროტესტით ხელისუფლებს საკუთარ ძალას დაანახებს. 

"ძალიან იმედით ელოდება 21 დეკემბრის აქციას. მოლოდინი აქვს, რომ უნდა მოვიდეს ბევრი ხალხი და ჩატარდეს მშვიდობიანი აქცია. ჭამაა პრობლემა. იმიტომ, რომ არ უნდა, იცის რომ აუცილებელია, არ სიამოვნებს. [ჭამა] არ უნდება, როგორც ჩანს უჭირს მიღება, მერე ცდილობს, რომ დაწვეს. დასკვნა ხომ ნახეთ, მძიმე დასკვნაა, ექიმებმაც აღნიშნეს, რომ მისთვის აუცილებელია რეაბილიტაცია. იმიტომ, რომ ეს პროცესი თუ არ დაიწყო ძალიან სწრაფად, შეიძლება მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდეს", - ამბობს გიული ალასანია. 

შეგახსენებთ, აქცია 21 დეკემბერს, 18:00 საათზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. აქციის მთავარი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტი პატიმრობიდან გათავისუფლებაა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი