"ოცნების" დეპუტატის ვენდეტა - საკრებულოს წევრს თამაზაშვილები მფარველობენ

გამოქვეყნდა:

დედოფლისწყაროს საკრებულოს უმრავლესობის წევრი ბრალდებულია. გიორგი ჭინჭარაულმა ქუჩური გაჩევის დროს ძმებ ჭინჭარაულებს მრავლობით ჭრილობა მუცლისა და გულმკერდის არეში მიაყენა.

მძიმე დანაშაულში ბრალდებული „ქართული ოცნების“ წევრის ოჯახს სისხლიან გარჩევაზე საუბარი არ სურს. რამდენიმეწამიან სატელეფონო საუბარში „მთავართან“ ამბობენ, რომ გიორგი ჭინჭარაული თავადაც  დაჭრილია და კონფლიქტის დროს ფხიზელი იყო.

სოფელ გამარჯვებაში ადგილობრივებმა სოფლის ცენტრში დაჭრილი გაგა და მალხაზ ჭინჭარაულები ნახეს. გაიგეს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატსა და ძმებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რაც შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ძმები გიორგი ჭინჭარაულს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემი დეპუტატი წავიდა, რამდენიმე წუთში ადგილზე დანით დაბრუნდა და ძმებ ჭინჭარაულებს გულმკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 

დაჭრილებს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ, მძიმე მდგომარეობის გამო ორივე თბილისის კლინიკებში გადმოიყვანეს და ახლა მართვითი სუნთქვის აპარატზე არიან შეერთებული.

სოფელში ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდის წევრი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში პოლიციაში საკუთარი ფეხით მივიდა. შსს-ში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრს განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება ედება ბრალად და 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამ მძიმე ბრალდების მიუხედავად მისი თანაგუნდელები ამტკიცებენ, რომ ჭინჭარაული თავს იცავდა.

გიორგი ჭინჭარაულისთვის ეს პირველი ბრალდება არ არის. წლების წინ მას ოჯახის წევრის ცემასა და ხულიგნობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ივანიშვილის გუნდის წევრი მაშინ ციხეში არ გაუშვიათ.

ოპოზიციაში ყვებიან, რომ ჭინჭარაული დედოფლისწყაროს რაიონში დიდი გავლენებით სარგებლობს. ის ლექსო თამაზაშვილთან დაახლოებული პირია და ბევრ შავ საქმეში ოლიგარქის ნათესავების დავალებით აქვს მონაწილეობა მიღებული.

სოფელ გამარჯვებაში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ ყველა იმას ამბობს, რომ თამაზაშვილები მათი ნდობით აღჭურვილი პირის ციხიდან გამოსაშვებად ყველაფერს გააკეთებენ. ლექსო თამაზაშვილი კი ამტკიცებს, რომ საქართველოში საქმეები ნაცნობობით არ გვარდება.

ასეთ დანაშაულში ბრალდებულ პირებს ყოველთვის წინასწარ პატიმრობაში ტოვებენ. რა იქნება ამ შეთხვევაში, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი, როდესაც მის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს.

 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი