ოპოზიცია არ არის ერთადერთი, ვისთანაც "ქართულ ოცნებას" შერიგება სჭირდება. მსგავსი აგრესიით და აგდებით ეპყრობა ჩვენი ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებსაც, მითუმეტეს, თუ მათ გაბედეს და რაიმე ფორმით ან ოპოზიციას დაუჭირეს მხარი ან "ოცნება" გააკრიტიკეს.
თავის საქციელს იმით ამართლებენ, რომ თურმე დასავლეთი ჩვენს საქმეებში ზედმეტად ერევა და შევახსენებთ, რომ ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართო. დასავლელ პარტნიორებთან ამ სიტყვებით ბაქიბუქობს ირაკლი ღარიბაშვილი და, საინტერესოა, რუსეთთან მიმართებით რატომ არ ახსენდება ჩვენი სუვერენიტეტი? თუ კრემლისთვის არ სჭირდება ამის შეხსენება, იმიტომ რომ რუსეთი ხომ ჩვენს საქმეებში არ ერევა...
და საერთოდ, რუსეთი ხომ ყველა მეზობლის დიდი მეგობარია და მსოფლიოში მშვიდობის უდიდესი ქომაგი. ჩვენ გვყავს, უბრალოდ, რატომღაც უცნაურად ამოჩემებული...