"საშობაო მოგზაურობები ომიკრონის გავრცელებას ხელს შეუწყობს" | ფაუჩი​​

გამოქვეყნდა:

საშობაო მოგზაურობები კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონის გავრცელების რისკებს გაზრდის, მათ შორის სრულად ვაქცინირებულთა შორის - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს.

ფაუჩის თქმით, ომიკრონი სხვა ვარიანტებთან შედარებით, უფრო სწრაფად ვრცელდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ნიღბების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა, ამასთან ფაუჩიმ აშშ-ს მოსახლეობას ვაქცინაციისა და ბუსტერ დოზის მიღებისკენ მოუწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი