ევროპული მედიკამენტების სააგენტომ (EMA) კორონავირუსის საწინააღმდეგო NOVOVAX-ის ვაქცინა ევროკავშირში გამოყენებისთვის დაამტკიცა.
Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Moderna-სა და Jonson&Jonson-ის ვაქცინების შემდეგ, ვაქცინა სახელად Nuvaxovid ევროკავშირში დამტკიცებული რიგით მე-5 ვაქცინაა.
NOVOVAX-ის ვაქცინა უფრო ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული, მას არ სჭირდება ძალიან დაბალ ტემპერატურაზე შენახვა. მისი შექმნის ტექნოლოგია B ჰეპატიტისა და ყივანახველას ვაქცინის დამზადების ტექნოლოგიის მსგავსია.
ვაქცინა შეიცავს პათოგენის იზოლირებულ ფრაგმენტს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში იმუნური სისტემის რეაქციას იწვევს. სრულად ვაქცინირებისთვის Novovax-ის ორი დოზაა საჭირო, აცრა 3 კვირის ინტერვალით კეთდება.
ივნისში ჩატარებული კვლევების თანახმად, ვაქცინა 90.4%-ით ეფექტურია დაავადების წინააღმდეგ და 100%-ით იცავს დაავადებით გამოწვეულ გართულებებს.