გამოვიყენებთ როგორც ეროვნულ, ისე სტრასბურგის სასამართლოში - ადვოკატები "ემპათიას" დასკვნაზე 

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტს ადვოკატები დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულებენ.  ვიზიტისას მთავარი განსახილველი თემა ხვალინდელი სასამართლო პროცესი და ალტერნატიული კონისილიუმის დასკვნა იქნება.

უფლებადამცველების შეფასებით, შემაჯამებელი დასკვნა, რომელიც ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა, საქმეში სამართლებრივი კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია და ის სტრასბურგის ადამინის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელთან ერთად გაიგზავნება.

"ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფუნდამენტურად დაირღვა უფლებები საქართველოს პენიტენციურ სისტემაში. ამას ჰქონდა რამდენიმე განშტოება და ბუნებრივია ამ საკითხებთან დაკავშირებით, ეს ჩვენთვის წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან მტკიცებულებებს და გამოვიყენებთ როგორც შიდა ეროვნულ, ისე ადამიანის უფლებათა სასამართლოში ამ დასკვნებს. რაც შეეხება შეხვედრას, ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით, ადვოკატები, ბატონ მიხეილს, მისი პროცესები ახლოვდება, მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი და გავდივართ შესაბამის საკითხებს მასთან", - თქვა ბექა ბასილაიამ. 

ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით, "ემპათიას" დასკვნას მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნის საქმეზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი