"გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე სიცოცხლის შეწყვეტა" - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "ომიკრონის" შტამის შესახებ ახალი გაფრთხილება გაავრცელა.
ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ სადღესასწაულო პერიოდში საახალწლო ღონისძიება გადადონ ან გააუქმონ.
"სჯობს, ვიზეიმოთ მოგვიანებით, ვიდრე ვიზეიმოთ ახლა და ვიგლოვოთ მოგვიანებით”,- თქვა მან.
"ყველა ჩვენგანი დაავადებულია ამ პანდემიით. ყველა ჩვენგანს სურს, გაატაროს დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. ყველას სურს, დაუბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ სტილს. ყველაზე სწრაფი გზა ამის გასაკეთებლად არის რთული გადაწყვეტილებები, რომლებიც მისაღებია საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად. სჯობს, ვიზეიმოთ მოგვიანებით, ვიდრე ვიზეიმოთ ახლა და ვიგლოვოთ მოგვიანებით", - თქვა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, დოქტორმა გებრეიესუსმა.
ჯანმო-ში აღნიშნავენ, რომ ახლა უკვე არსებობს თანმიმდევრული მტკიცებულება, რომ "ომიკრონი" უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე "დელტა" ვარიანტი.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოში "ომიკრონის" პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.