
მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება ისევ არ მისცეს. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის განმარტებით, პატიმრობის კოდექსის მიხედვით, ეს საკითხი მისი განსჯადი არ არის.
დღევანდელ პროცესზე, რომელზეც ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა, მხარეებს შუამდგომლობები ჰქონდათ.
ბრალდების მხარემ მოითხოვა ჩხრეკის დროს ელგუჯა ცომაიას სახლში ამოღებული სამი მობილური ტელეფონი დაერთოს საქმეს მთავარ მტკიცებულებად და ასევე გამოიკითხოს ის 2 გამომძიებელი რომლებიც ჩხრეკაში მონაწილეობდნენ.
დაცვის მხარემ კი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველისა და "ემპათიის" სამედიცინო დასკვნის დართვა
შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდების მხარეც, შესაბამისად, მოსამართლემ ის საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო.
აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 13 იანვარს, 13:00 საათზე გაიმართება.
დღევანდელ პროცესს კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა.