EU გააგრძელებს იმ პარტნიორების დახმარებას, რომლებიც მზად არიან განახორციელონ რეფორმები - ბორელის წერილი ოპოზიციას

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერ პარტიებს საპასუხო წერილს უგზავნის.

მისი თქმით, იზიარებს შეშფოთებას სასამართლო სისტემისა და საარჩევნო რეფორმების შეფერხების გამო, რაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების არსს ეხება.

ბორელი წერილში აღნიშნავს:

"ინკლუზიური რეფორმების დროული მიღება და განხორციელება რჩება ხელშესახები პროგრესის საუკეთესო შანსად საქართველოში დემოკრატიისა და მდგრადობის შემდგომი შენების საქმეში, და მავნე პოლარიზაციის დასრულების, რომელიც ამჟამად გავლენას ახდენს ქართულ პოლიტიკურ სისტემაზე.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მართლმსაჯულების სექტორსა და დემოკრატიულ რეფორმებს. ვინაიდან უპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ერთობლივი წვლილი შეიტანონ დეესკალაციაში და კონსტრუქციული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში.

როგორც 15 დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ერთობლივ დეკლარაციაშია ასახული, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე სხვა ასპექტებთან ერთად, რეფორმების ტემპითა და ხარისხით განისაზღვრება.

ევროკავშირის პირობითობაზე და სტიმულირებაზე დაფუძნებული მიდგომა ("მეტი-მეტისთვის" და "ნაკლები-ნაკლებისთვის") გააგრძელებს დახმარებას იმ პარტნიორების უმეტესობისთვის, რომლებიც მზად არიან განახორციელონ რეფორმები.

ეს იყო ასევე ნათელი გზავნილი ევროკავშირისგან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე.

ევროკავშირი გააგრძელებს ამბიციური რეფორმების ადვოკატირებას ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, საქართველოსა და მისი ხალხის სასარგებლოდ", - აღნიშნულია ბორელის წერილში.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი