დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი პროცესია ჩანიშნული

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოსი დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. ამჯერად პროცესი 7 ნოემბრის საქმეზეა ჩანიშნული. სხდომას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება მესამე პრეზიდენტი, რადგან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

"ესეც არის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილი, სადაც არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობას, ფიზიკურად არ არსებობს საქმის მასალებში და მხოლოდ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოეშორებინათ პოლიტიკური აქტიურობისგან, წარუდგინეს მას ბრალდება", - თქვა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ბექა ბასილაიას თქმით, პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ, მათ შორის ერთ-ერთი მტკიცებულებით ნაწილზე და პროცესის საჯაროობაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი