უკრაინასა და საქართველოში რუსეთის ქმედებებმა, ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა - ბორელი

გამოქვეყნდა:

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი, რუსეთის მიერ აშშ-ისა და ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

ბორელი ამბობს, რომ დღეს ევროპის უსაფრთხოება საფრთხეშია. 

"რუსეთის ქმედებებმა, კერძოდ ყირიმის უკანონო ანექსიამ, მისმა როლმა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებაში, ისევე როგორც მისმა ქმედებებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, დნესტრისპირეთის რეგიონში და ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდაჭერამ, გამოიწვია ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. სულ ახლახანს, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებამ უკრაინის საზღვრებთან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, შექმნა ახალი საფრთხეები და შეჭრის შიში.

პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, ევროკავშირმა ნათლად მიუთითა, რომ მტკიცედ უპასუხებს უკრაინის სუვერენიტეტის ნებისმიერ შემდგომ დარღვევას. ამავდროულად, ევროკავშირს მიაჩნია, რომ დიალოგი, მოლაპარაკება და თანამშრომლობა ერთადერთი საშუალებაა დავების მოსაგვარებლად და მშვიდობის დასამყარებლად. [...] ასეთი დისკუსია უნდა იყოს ინკლუზიური და მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის შეშფოთება და ინტერესები.

ევროკავშირი ჩაერთვება როგორც შეერთებულ შტატებთან, ასევე ნატოსთან ერთად, რათა უზრუნველყოს მისი ინტერესების წარმოდგენა რუსეთთან ნებისმიერ შესაძლო დისკუსიაში ევროპის უსაფრთხოების შესახებ", - აღნიშნულია ბორელის განცხადებაში.

მისივე თქმით, ევროკავშირს სურს ითანამშრომლოს მოკავშირეებთან, ისევე როგორც მის პარტნიორებთან, კონტინენტზე არსებული უსაფრთხოების სიტუაციის გადასაჭრელად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი