გერმანიაში კორონავირუსის "ომიკრონის" შტამით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია დაადასტურა რობერტ კოხის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტმა.
ინსტიტუტის ცნობით, გარდაცვლილი 60 წელს გადაცილებული პირია.
ჯამში, გერმანიაში ახალი შტამით ინფიცირების 3 198-მდე შემთხვევაა.
"ომიკრონის" შტამი მსოფლიოში 2021 წლის ნოემბერში გამოჩნდა და ჯანმომ მალევე უწოდა მას "შემაშფოთებელი".
იხილეთ ასევე: