ეკვადორში 5 წლის და ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

გამოქვეყნდა:

ეკვადორმა განაცხადა, რომ მოქალაქეების უმეტესობისთვის COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია სავალდებულო იქნება. გადაწყვეტილება მთავრობამ შემთხვევების ზრდისა და კორონავირუსის ახალი შტამების, მათ შორის "ომიკრონის" გავრცელების გამო მიიღო.

ეკვადორის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 5 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა სრულად ვაქცინირებული უნდა იყოს. ეკვადორი პირველი ქვეყანაა, სადაც 5 წლის ბავშვებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება. 

ამ დროისთვის 12,4 მილიონი ეკვადორელი, ანუ უფლებამოსილი მოსახლეობის 77.2% ორი დოზითაა აცრილი. ხოლო 900 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო ბუსტერ დოზა.

მთავრობა აცხადებს, რომ ვაქცინაციისთვის საჭირო დოზები ქვეყანას უკვე აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი