
"სიკვდილის ბუზი დაგაჯდაო, როგორ გაბედე ხმის ამოღება, გაბოროტებული ხარო, ჩამოვალ და დაგელაპარაკებიო" - რაჭა-ლეჩხუმის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი სამოქალაქო აქტივისტს ემუქრება.
კრისტინა კობახიძე რაჭის სათემო ორგანიზაციის დამფუძნებელს, ეთო არსანიძეს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც მან Facebook ჯგუფში ამრბოლაურის ცენტრში "ასფალტში ნაძვის ჩარგვაზე" ვიდეო გაავრცელა.
აქტივისტი ყვება, რომ წინასაახალწლოდ აბროლაურის ცენტრში, მერიამ ასფალტში მოჭრილი ნაძვი "ჩარგო".
"მესინჯერში მირეკავდა თურმე, საჭესთან ვიყავი და არ გამიგია ზარი, რომ გავჩერდი ისევ რეკავდა, როცა ვუპასუხე გამარჯობაც კი არ უთქვამს, "სიკვდილის ბუზი დაგაჯდაო?" - გამეცინა. ჯერ გამარჯობა გეთქვათ-მეთქი.
შემდეგ გააგრძელა ხმამაღლა საუბარი და მერე ყვირილზე გადავიდა, რომ როცა თბილისიდან დაბრუნდება მირჩევნია, აქ არ დავხვდე და რომ ჩამოვა დამისვამს წინ და დამაწყებინებს რაღაცეებზე ახსნა განმარტებებს", - უყვება "მთავარი არიხს" ვებგვერდს ეთო არსანიძე.

ფოტო: ეთო არსანიძე.
მას შემდეგ, რაც კობახიძის მუქარაზე აქტივისტმა პირად გვერდზე პოსტი დაწერა, კომენტარებში "ოცნების" წევრმა უპასუხა:
"საცოდავი ხარ აბა რა ხარ!!! ერთი არ დაგიმტკიცებია ვის სად ვემუქრებოდი მერე ნახე შენ ჩემი ლაპარაკი!!!"
ჩვენთან საუბარში აქტივისტი ამბობს, რომ მთავარი პორობლემა საკრებულოს წევრის და დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელის მიერ მოქალაქესთან დარეკვა და პირადად "საქმის გარჩევაა". მისი თქმით, ეს უკვე მოერე შემთხვევაა, როცა კობახიძე მუქარით ურეკავს. არსანიძე ამბობს, რომ ამის შემდეგ გაჩუმებას აღარ აპირებს და თუ საჭირო გახდება, სამართლებრივ დავასაც დაიწყებს.

ფოტო: ეთო არსანიძე.
ამავე პოსტის კომენტარებში კიდევ ერთი მოქალაქე, მეღვინე ალეკო სარდანაშვილი აქვეყნებს სქრინს. მას თავად მაჟორიტარი დეპუტატი წერს - "არ ისვენებ".

ცნობისთვის, წიწვოვნების უკანონოდ მოპოვება, ტრანსპორტირება და რეალიზაცია კანონით დასჯადია და შესაბამის სანქციას ითვალისწინებს.