"როგორც კი გავაანალიზე რაც გავაკეთე, დავრეკე პოლიციაში... ცუდად ვარ"- ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

გამოქვეყნდა:

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს აღკვეთ ღონისძებად პატიმრობა შეუფარდეს. მას ბრალი გუშინ საღამოს - ორსული მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინეს „როგორც კი გავაანალიზე რაც გავაკეთე, ეგრევე დავრეკე პოლიციაში და მოვიყვანე პოლიცია ჩემთან. ცუდად ვარ“, – აღნიშნა ბრალდებულმა.

ადვოკატის თქმით მისი დაცვის ქვეშ მყოფი ითხოვს, რომ პატიმრობაში დატოვონ. ასევე ცნობილია, რომ დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის.

"თვითონ მისგან როგორც გვაქვს ინფორმაცია, მკურნალობდა ნარკოტიკების მოხმარებიდან წარმოშობილ გართულებებთან დაკავშირებით. ეს იყო ფსიქიატრიული კუთხით, თუ უბრალოდ ნარკომანიის დაძლევის კუთხით, ამ ყველაფერზე ინფორმაცია გვექნება დოკუმენტების მოგროვების შემდეგ"- ამბობს პროკურორი

გამოძიების ინფორმაციით 22 დეკემბერს მამაკაცმა ცოლს დანით 30-მდე ჭრილობა მიაყენა. ქეთა კეპულაძე ადგილზევე გარდაიცვალა. გოგა გზირიშვილისთვის წარდგენილი ბრალი 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი