
"ერთიც და მეორეც ორივე იყო პაიკი, ერთი პოლიტიკის შემსრულებელი და დიდ განსხვავებას არ ველოდები", - ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი მინაშვილი კახა კუჭავას მიერ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას და მისი შალვა პაპუაშვილით ჩანაცვლების გადაწყვეტილებას.
განსხვავება თანამდებობების ცვლილებებში "ქართული ოცნების' პირობებში, არ არსებობს, იმიტომ რომ ვინც არ უნდა შეცვალონ, ქვეყნის და მოქალაქეების სასიკეთოდ არაფერი არ ხდება. პირიქით, ყოველი შემდგომი დანიშვნა კიდევ უფრო უარესია. ეს არის ის გამოცდილება რაც ჩვენ გვაქვს ამ 9 წლის განმავლობაში. უფრო ხისტი ადამიანი აირჩიეს ფორმალურად, კუჭავა ითვლებოდა, რომ ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს მეგობრებთან დასავლეთში, პაპუაშვილი უფრო რადიკალური პოზიციის გამზიარებელია. ერთიც და მეორეც ორივე იყო პაიკი, ერთი პოლიტიკის შემსრულებელი და დიდ განსხვავებას არ ველოდები, - ამბობს აკო მინაშვილი.
იხილეთ ასევე: