"ვვარაუდობ, რომ პაპუაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლებას ნაკლებად მისცემს" | გიგი უგულავა

გამოქვეყნდა:

"ერთადერთი, რაც შეიცვლება, რასაც ვვარაუდობ - პაპუაშვილი ნაკლებად მისცემს უფლებას ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შევიდნენ", - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა საუბრობს და კახა კუჭავას მიერ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას და მისი შალვა პაპუაშვილით ჩანაცვლებას ეხმაურება:

ქვეყანა იქცევა, ომიკრონის ახალ ტალღას ველოდებით, ყველა პროგნოზით იანვარ-თებერვალი იქნება უმძიმესი და ჩვენ ჯანდაცვის მინისტრი არ გვყავს, ჯანდაცვის მინისტრს ვერ ნიშნავენ და ამ დროს სამეფო კარის თამაშებით პაიკების გადაადგილება მიდის... კუჭავა, როგორც ჩანს, აღმოჩნდა არასაკმარისად უტიფარი... ერთადერთი, რაც შეიცვლება, რასაც ვვარაუდობ - პაპუაშვილი ნაკლებად მისცემს უფლებას ოპოზიციონერ დეპუტატებს, მიხეილ სააკაშვილთან შევიდნენ, იცით, რომ ეს თავმჯდომარეს ეკუთვნის, - ამბობს უგულავა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი