
"საერთოდ არ არის გამორიცხული, ივანიშვილმა ტიკარაძე დააბრუნოს პრემიერის პოსტზე... უნდა ველოდეთ უფრო მეტ დაპირისპირებას" - ამის შესახებ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორი ელისო კილაძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" საუბრობს.
ის კახა კუჭავას მიერ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას და მისი შალვა პაპუაშვილით ჩანაცვლებას ეხმაურება და ამბობს, რომ კულუარებში ამის შესახებ ინფორმაცია ორი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა.
ძალიან მარტივი რამეა - სახეზე გვაქვს უდიდესი შიდა დაპირისპირება, რაზეც ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია, ერთის მხრივ, ღარიბაშვილის ფლანგსა და მეორე მხრივ კალაძე-კობახიძეს შორის, იმიტომ რომ კალაზემ სრული იგნორი გაუკეთა პრემიერმინისტრის მოთხოვნას, დაენიშნა მისი კანდიდატურები სამი რაიონის, ვაკის, კრწანისის და ისნის გამგებლად და დაენიშნა ვიცე-მერად ირაკლი კობახიძის კანდიდატი... საერთოდ არ არის გამორიცხული, ივანიშვილმა ტიკარაძე დააბრუნოს პრემიერის პოსტზე..." - ამბობს ელისო კილაძე.
იხილეთ ასევე: