"ქართული ოცნების" რიგებში ტოტალური წმენდა გრძელდება. მმართველი გუნდის აგრესიული ბირთვის სამიზნეა ყველა, ვინც არ იზიარებს და უპირისპირდება ავტორიტარულ მმართველობას. პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა.
კახა კუჭავა, რომელიც დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში "ქართული ოცნებიდან" ყველაზე პროგრესულ ლიდერად სახელდებოდა ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ლიდერით შალვა პაპუაშვილით ჩაანაცვლეს. ამიერიდან სწორედ რადიკალური პოზიციები მქონე პაპუაშვილი იქნება საკანონმდებლო ხელისუფლების სათავეში.
ეს არის რიგით მეორე ხმაურიანი საკადრო გადაწყვეტილება ბოლო ერთ თვეში, რაც ადასტურებს, რომ ოლიგარქმა უკვე დაიწყო ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების განახლება. მთავარი აქცენტი აგრესიულ პოლიტიკოსებზე კეთდება, რომლებიც მეტ-ნაკლებად კონსტრუქციულ ლიდერებს ანაცვლებენ.
დაანონსებული დიდი საკადრო წმენდა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური მოთამაშეების ჩანაცვლების მთელი სქემა აქვს, რომელსაც "ქართული ოცნება" თანმიმდევრულად განახორციელებს.
იხილეთ ასევე: