მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს კორონავირუსი დაუდასტურდა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ს მორიგი გეგმური ტესტირების დროს Covid-19 ვირუსი დაუდასტურდა. პატრიარქი სრულად ვაქცინირებულია და მას მსუბუქი სიმპტომები აქვს.
პატრიარქმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც წუხს მისი ჯანმრთელობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, დაიცვას ექიმების რეკომენდაციები და აიცრას.
იხილეთ ასევე: