
თალიბანმა ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია გააუქმა, რადგან "საჭიროებას ვერ ხედავს"
გაუქმებულია ასევე საარჩევნო საჩივრების დამოუკიდებელი კომისია და ორი სამინისტრო. თალიბანის პრესმდივნის, ბილალ კარიმის განცხადებით, თალიბანი "კომისიებს აღადგენს, თუკი ამის აუცილებლობას იგრძნობს".
დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია 2006 წელს დაარსდა და დაევალა ქვეყანაში მიმდინარე ყველა სახის არჩევნების ადმინისტრირება და ზედამხედველობა.