
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურია. ადგილზე ძმები წულუკიძეების, ჭელიძეების, ასევე ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილი.
ისინი სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, მოჭიდავეებს პატიმრობა მიესაჯათ. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან პროკურატურას ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია.
აქციის მონაწილეები სპორტსმენების დაკავებაში უშუალოდ თორნიკე რიჟვაძის მამას, დავით რიჟვაძეს ადანაშაულებენ. მათი განმარტებით, სპორტსმენები იმის გამო ისჯებიან, რომ რიჟვაძის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და "ქართულ ოცნებას" არჩევნებში დახმარება არ გაუწიეს.
ცნობისთვის, ძმები წულუკიძეები შსს-მ 15 აპრილს, გუმათში, ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის შემდეგ დააკავა. პოლიცია სპორტსმენებს ჯგუფურ ძალადობას ედავება.
ავტორი: თეა ვაშალომიძე
ამავე თემაზე: