რამდენიმე რამის გამო მიღებული გადაწყვეტილებაა - ლონდა თოლორაიას პირველი კომენტარი უწყების გაუქმებაზე

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია "ოცნების" ახალი ინიციატივის შემდეგ "მთავარ არხთან" პირველ კომენტარს აკეთებს. ის ექსკლუზიურ კომენტარში გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივებს არ უარყოფს და ამბობს, რომ ის რომელიმე ერთ ფაქტთან არაა დაკავშირებული.

"როგორც პოსტში დავწერე, ეს ინფორმაცია არ მქონდა, ეს ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი გახდა "ინტერპრესნიუსიდან" ისევე, როგორც სამსახურის ყველა თანამშრომლისთვის გახდა ცნობილი ეს ამბავი, შესაბამისად არ ვიცი. ვიყავი დეკრეტში, 2 კვირის ბავშვი მყავს და დღეს გავდივარ სამსახურში", - თქვა ლონდა თოლორაიამ.

რაც შეეხება კითხვას, უკავშირებს თუ არა ფაქტს ბოლო პერიოდში გახმაურებულ საქმეებზე ინსპექტორი კრიტიკულ განცხადებებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, თოლორაია პასუხობს:

"ეს გადაწყვეტილება ბევრ რაღაცასთან არის ერთად დაკავშირებული, ეს არ უკავშირდება რომელიმე ერთ ფაქტს ეს არის რამდენიმე რაღაცის გამო მიღებული გადაწყვეტილება. რაზეც მე დღეს გავაკეთებ დეტალურ განმარტებას".

ცნობისთვის, პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და თანამდებობა უქმდება. ცვლილებების პროექტის ავტორი "ქართული ოცნების" 7 დეპუტატია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი