ე.წ. პიჯაკების საქმე - მომდევნო პროცესზე სავარაუდოდ ანზორ ჩუბინიძე გამოიკითხება

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მორიგი პროცესი დასრულდა. ადვოკატებმა პროცესზე ორი შუამდგომლობა დააყენეს - პირველი, ცენტრ "ემპათიას" და ომბუდსმენის დასკვნების საქმეში მტკიცებულება დართვა, მეორე, საქმეზე უკვე გამოკითხული 5 მოწმის ხელახლა, მესამე პრეზიდენტის თანდასწრებით გამოკითხვა. 

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა პირველი შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და თქვა, რომ საქმეს დასკვნების ის ნაწილი დაერთვება, სადაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზეა საუბარი. რაც შეეხება არაადამიანურ მოპყრობას, მისი განმარტებით ამ ნაწილს საქმეს არ დაურთავენ, რადგან გამოძიება ცალკე მიმდინარეობს. 

მოწმეების სიაში დაემატა "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანიც, რომელიც სასამართლოზე გამოიკითხება.

რაც შეეხება წარსულში გამოკითხულ მოწმეებს, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატები ითხოვდნენ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ჩართულობით გამოკითხულიყვნენ:

  • სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი - ოთარ ქველიძე;
  • ფინანსთა ყოფილი მინისტრი - კახა ბაინდურაშვილი
  • აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი აუდიტორი - ნოდარ ვეკუა
  • ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი - ზვიად კორძაია  
  • კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი - მამუკა ლომიძე

ამ საქმეზე შემდეგი პროცესი 26 იანვარს უნდა გაიმართოს, სადაც სასამართლოში მისვლის შემთხვევაში ანზორ ჩუბინიძეს გამოკითხავენ.

ცნობისთვის, დაცვის მხარე ჩუბინიძის გამოკითხვას დღესაც ელოდა, თუმცა მან განაცხდა, რომ სამსახურის გამო 28 დეკემბრამდე ვერ ახერხებს პროცესზე მისვლას.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი