სამწუხაროდ, პროცესი წარიმართა ყოველგვარი კონსულტაციების და გამჭვირვალობის გარეშე - დეგნანი ინსპექტორის გაუქმებაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი უმრავლესობის ახალ კანონპროექტს ეხმაურება, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებას გულისხმობს. დეგნანის თქმით, სამწუხაროა რომ პროცესი გამჭვირვალობისა და კონსულტაციების გარეშე წარიმართა. 

ამასთან, როგორც დეგნანმა აღნიშნა, კიდევ ერთი პრობლემატური საკითხია, რომ რეორგანიზაცია უწყებიდან არსებული თანამშრომლების გათავისუფლებას გულისხმობს.

"სამწუხაროდ ეს პროცესი ამ კანონმდებლობის შემუშავების, წარიმართა ყოველგვარი კონსულტაციების და გამჭვირვალობის გარეშე, მათ შორის არ ყოფილა კონსულტაციები თავად სახელმწიფო ინსპექტორის ოფისთან, რომ არაფერი ვთქვათ, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, თუ ამ სფეროს ექსპერტებთან, მაშინ როცა არ იყო საჭიროება, რომ პროცესი წარმართულიყო ასე ნაჩქარევად.

გარდა ამისა, სახელმწიფო ინსპექტორმა გვითხრა, რომ მისმა ოფისმა წარუდგინა საკანონმდებლო შეთავაზება, რომელიც გულისხმობს ამ სააგენტოს გაძლიერებას, თუმცა ამ კანონმდებლობის განხილვა არ მომხდარა. ყველაზე მეტად პრობლემატური საკითხი არის ის, რომ ეს ახალი კანონი შეიცავს იმ რეგულაციას, რაც გულისხმობს თანამშრომლების გათავისუფლებას სახელმწიფო სამსახურიდან მარტის თვეში, მაშინ როცა არანაირი კითხვის ნიშანი ამ თანამშრომლის მიმართ არ ყოფილა",-თქვა კელი დეგნანმა.

მმართველი გუნდის ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია კელი დეგნანს შეხვდა. 

ცნობისთვის, დღეს 27 დეკემბერს ბიურომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას მხარი დაუჭირა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია 2 დღის წინ გავრცელდა. ირკვევა, რომ "ოცნება" აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური - სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი