მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უკან გამოიხმოს ინიციატივა - გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ინსპექტორზე

გამოქვეყნდა:

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ჟენევის ოფისი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს ეხმაურება და პარლამენტს მოუწოდებს უკან გამოიხმოს აღნიშნული ინიციატივა. 

 "ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ დამოუკიდებელი ინსტიტუტის - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ პარლამენტის კანონპროექტზე. სამსახურს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია წამების პრევენციის და პირადი ცხოვრების დაცვის კუთხით. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს უკან გამოიხმოს აღნიშნული ინიციატივა და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა", - ნათქვამია, გაეროს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და თანამდებობა უქმდება. ცვლილებების პროექტის ავტორი "ქართული ოცნების" 7 დეპუტატია.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი