ამერიკის ელჩს მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორ აპირებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყველა თანამშრომელზე შურისძიებას - ლონდა თოლორაია

გამოქვეყნდა:

„ჩვენ შევხვდით ამერიკის ელჩს, რომელსაც მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ მოხდა კონსპირაციულად აღნიშნული კანონპროექტის შემუშავება სახელმწიფო ინსპექტორის ჩართულობის გარეშე" -განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ.

აშშ-ს ელჩი საქართველოში, პირადად იმყოფებოდა ინსპექტორის სამსახურის ოფისში და პირადად მოისმონა თოლორაიასგან იმ კანონპროექტის შესახებ, რომლის მიღებასაც "ოცნების" პარლამენტი დაჩქარებული წესით გეგმავს და ამ უწყებას აუქმებს.

„ჩვენ შევხვდით ამერიკის ელჩს, რომელსაც მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ მოხდა კონსპირაციულად აღნიშნული კანონპროექტის შემუშავება სახელმწიფო ინსპექტორის ჩართულობის გარეშე; როგორ გაიგო ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მედიისგან; როგორ აპირებენ არამხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვებას, არამედ სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომელზე შურისძიებას და მიხარია, რომ ამერიკის ელჩმა გამოხატა დიდი მხარდაჭერა სამსახურისადმი და მასაც, ისევე როგორც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი ჯანსაღად არ მიმდინარეობს და ეს პროცესი სრულიად მოწყვეტილია დემოკრატიული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ქვეყნის პროცესის არსს,“- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ცნობისთვის, დღეს 27 დეკემბერს ბიურომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას მხარი დაუჭირა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია 2 დღის წინ გავრცელდა. ირკვევა, რომ "ოცნება" აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური - სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი