სასამართლო დღეს ინსპექტორის დასკვნის წინააღმდეგ იუსტიციის სამინისტროს სარჩელს განიხილავს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს დაჩქარებული წესით განიხილავს იუსტიციის სამინისტროს სარჩელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებაზე. საქმე ეხება უწყების გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების შესახებ.

"ერთადერთი ვიტყვი იმას, რომ საკმაოდ სწრაფად ჩაინიშნა ეს პროცესი, ასევე, წინასაახალწლოდ, ისევე, როგორც ბევრი სხვა სიურპრიზი გვქონდა წინასაახალწლოდ. ეს პროცესი ჩაინიშნა შემჭიდროებულ ვადებში, ძალიან ცოტა დრო ჰქონდა სამსახურს მასალების წარსადგენად, საპასუხო წერილის მოსამზადებლად. 

მე არ მახსენდება შემთხვევა, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კი არა, ნებისმიერი სახელმწიფო უწყების მიმართ განხორციელებულიყოს ანალოგიური მეთოდებითა და სტილით სახელმწიფო ინსტიტუტების დაშლა, ჩვენთვის ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი", - თქვა ლონდა თოლორაიამ.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა 7 დეკემბერს უკანონოდ ცნო პენიტენციური სისტემის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება და ამ კადრების წაშლის ვალდებულება და ფულადი ჯარიმა დააკისრა როგორც პენიტენციურ სისტემას, ასევე იუსტიციის სამინისტროს. სამინისტრომ ვიდეოები არ წაშალა და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი