საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის შევიწროების ფაქტები რეალურ საფრთხეებს შეიცავს - კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

გამოქვეყნდა:

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის აცხადებს, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების და შევიწროების ფაქტები რეალურ საფრთხეებს შეიცავს.

საქმე ეხება 24 დეკემბერს "კონსერვატიული მოძრაობის" მიერ ომბუდსმენის ოფისის წინ გამართულ აქციას, რომლის დროსაც პირველი არხის ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად შესრულების შესაძლებლობა არ მიეცა.

"გავრცელებული კადრებიდან, ჩანს, რომ აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტი ალყაში მოაქციეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგვიანებით ჟურნალისტის მიმართ აგრესია სოციალურ ქსელშიც გაგრძელდა, რაც ქეთი თუთბერიძის მიმართ ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის შევიწროების ერთ-ერთ მიზეზად მის მიერ მომზადებული მასალა “ალტ-ინფოს” სახიფათო იდეოლოგია სახელდება", - წერს კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის.

კოალიციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების და შევიწროების ფაქტების დაუყოვნებლივ შესწავლისა და სათანადო სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი