
ამერიკისა და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს 10 იანვარს გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reauters-ს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთსა და ნატოს შორის მოლაპარაკებები 12 იანვარს შედგება, ხოლო უფრო ფართო რეგინალური შეხვედრა მოსკოვს, ვაშინგტონსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანას შორის 13 იანვარსაა დაგეგმილი.
"როდესაც ჩვენ დავსხდებით სალაპარაკოდ, რუსეთს შეუძლია წარმოადგინოს თავისი შეშფოთებები და ჩვენც ჩვენს შეშფოთებას დავაყენებთ რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. იქნება სფეროები, სადაც ჩვენ შევძლებთ პროგრესის მიღწევას და სფეროები, სადაც ვერ შევთანხმებით. სწორედ ეს არის დიპლომატია", - თქვა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა
ცნობისთვის, ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, სადაც 300 მილიონი დოლარი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერადაა გამოყოფილი.