იანვრიდან ვაქცინაციისთვის 200 ლარით 50 წელს ზემოთ მოქალაქეები "წახალისდებიან"

გამოქვეყნდა:

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იანვრის თვეში ყველა 50 წელს ზემოთ მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება 200-ლარიან "წახალისებას" მიიღებს.

"იანვარში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც გულისხმობდა 200-ლარიან წახალისებას 60 წელზე ზემოთ ასაკის პირებისთვის. აქვე კიდევ ერთი სიახლეა, ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50 წლამდე", - თქვა გიორგი ღიბრაძემ.

გაგრძელდება თუ არა ეს პროგრამა იანვრის თვის შემდეგ ჯერ უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი