არ აპირებს შიმშილობას, ვიდრე აქ იმყოფება, თუმცა პირველივე ასეთი შემთხვევის განმეორების შემთხვევაში შიმშილობა დაიწყება - ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის ადვოკატისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე არ აპირებს შიმშილობა დაიწყოს. მისი თქმით, ადვოკატთან შეხვედრამდე ის საკვების მიღებამდე უარს ამბობდა, თუმცა ოჯახის, მეგობრებისა და პირადად ნიკა გვარამიას თხოვნის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა.

"იყო საუბარი შიმშილობაზე, იგი აქამდე არ იღებდა საჭმელს, ჩაის სვამდა და ა.შ კატეგორიული და დაჟინებული მოთხოვნა, ნუ ექიმების მოთხოვნას უკვე მნიშვნელობა არ აქვს რაც წავიკითხეთ და მოხდა იმის მერე, ჩემი პირადი იყო და მისი ოჯახის მხრიდანაც გადავეცი და ჩვენი მეგობრების მხრიდანაც, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის დასაშვები. ის დამეთანხმა, რითიც ძალიან ბედნიერი ვარ. იგი არ აპირებს შიმშილობას, ვიდრე აქ იმყოფება, თუმცა პირველივე ასეთი შემთხვევის განმეორების შემთხვევაში ეს შიმშილობა დაიწყება, ამას ვერაფერს ვეღარ ვუზამთ იმიტომ, რომ მართლა ადამიანს ერთადერთი ფორმა აქვს იბრძოლოს. მეტი სხვა ფორმა მას არ გააჩნია, ჩამორთმეული აქვს ყველა ადამიანური უფლება, დამცირებულია და ღირსება შელახულია ამათ მიერ, თორემ თვითონ გრძნობს თავს მხნედ და მიუხედავად ყველაფრისა, ფიქრობს, რომ ეს პროცესი უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ ქვეყანა არ დაზარალდეს", - თქვა ნიკა გვარამიამ.

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ "ოცნება" სპეციალურად იქცევა ასე, რადგან ივანიშვილმა ქვეყანა დააზარალოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი