პროკურორი: მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საქმეზე ბრალდებულებმა ბრალდება აღიარეს

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულებმა წარგდენილი ბრალდება აღიარეს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, პროცესზე წარადგენენ მტკიცებულებებს, რომელთა შორის აღიარებითი ჩვენებებიცაა.

"მტკიცებულებები არის აღიარებითი ჩვენება, ოთხივე ბრალდებულის. ასევე, სხვა მოწმეების ჩვენება, ვიდეომასალა, დეტალურად თუ საიდან, როდის, რა ვითარებაში ჩამობრძანდა ბრალდებული, სად გადაადგილდებოდა, შესაბამისად წარმოდგენილი ყველა მტკიცებულებით დასტურდება ერთი გარემოება, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჰქონდათ ცნობა და მათ დაფარეს დანაშაული", - ამბობს პროკურორი.

სასამართლოში პროცესი ჯერ ისევ მიმდინარეობს, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ოთხივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ცნობისთვის, შსს-მ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 1 ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი