გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი ამბობს, რომ ის გამოკითხვის ოქმი, რაც ნიკა გვარამიამ წაიკითხა ნაწილობრივ სიმართლეა, ნაწილობრივ კი ფაქტების ინტერპრეტაცია.
"ნაწილობრივ ეს სიმართლეა, ნაწილობრივი არის ფაქტების ინტერპრეტაცია. მე არ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გაყვანილი საქართველოდან უცხოეთში სამკურნალოდ სხვაგან. მე ვუთხარი, რომ ფსიქო-თერაპიული რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის თავისუფალი და ეს სად იქნება, ეს უკვე ჩვენ არ გვეხება", - თქვა ნინო გოგორიშვილმა.
გოგორიშვილმა მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ნიკა გვარამიამ კითხვებზე ხელი მოაწერინა.