იუსტიცია ინსპექტორის წინააღმდეგ - სასამართლო 11 იანვარს გაგრძელდება

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ღირსების შელახვის ფაქტზე სამართალდამრღვევად ცნობის საქმეზე სასამართლოში განხილვა 11 იანვარს გაგრძელდება. საქალაქოში დღეს მხარეებმა ახსნა-განმარტებები წარადგინეს.

იუსტიციის სამინისტრო პოზიციას არ ცვლის და ამტკიცებს რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ვიდეოკადრების გასაჯაროება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობდა.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა 7 დეკემბერს უკანონოდ ცნო პენიტენციური სისტემის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება და ამ კადრების წაშლის ვალდებულება და ფულადი ჯარიმა დააკისრა როგორც პენიტენციურ სისტემას, ასევე იუსტიციის სამინისტროს. სამინისტრომ ვიდეოები არ წაშალა და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი