
საქართველოს პარლამენტი დღეს რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
თავმჯდომარეობის კანდიდატად ფრაქცია "ქართული ოცნებიდან" დეპუტატი შალვა პაპუაშვილია წარდგენილი. მის ასარჩევად მმართველ გუნდს 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
პარლამენტის სპიკერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კახა კუჭავამ 24 დეკემბერს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. იმავე დღეს, მმართველმა გუნდმა თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილი წარადგინა.
ცნობისთვის, რიგგარეშე სესიაზე დღეს ასევე იმ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.