
ჰონგ-კონგიში პოლიცია დამოუკიდებელი საინფორმაციო ვებგვერდის Stand News-ის ოფისში შეიჭრა და 6 პირი დააკავა. მათ შორის არიან მედიის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები. პოლიცია მათ ამბოხებაზე პუბლიკაციების გამოქვეყნებას ედავება.
200-ზე მეტი პოლიციელი გაგზავნილი იყო გამოცემის ოფისის დასარბევად და სამძებრო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან "გამოიძიონ და ამოიღონ შესაბამისი ჟურნალისტური მასალები".
Stand News მეორე მედიაა, რომელიც ხელისუფლების სამიზნე გახდა Apple Daily-ის შემდეგ, რომელიც ივნისში დაიხურა.