ე.წ. შეზღუდვები, რომელიც დაბოღმილმა იუსტიციის სამინისტრომ დააწესა, სრულიად უსაფუძვლო და უკანონოა - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ახალი შეზღუდვების დაწესების მიუხედავად, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს ჩასვლას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, პოლიტიკოსები და "ემპათიას" ექსპერტები მაინც გეგმავენ.

უფლებადამცველი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება მესამე პრეზიდენტთან მნახველების შესვლის შეზღუდვაზე სრულიად უსაფუძვლო და ამავდროულად, უკანონოა.

"ე.წ. შეზღუდვები, რომელიც გუშინ გადაწყვიტა გაბრაზებულმა და დაბოღმილმა პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრომ, რომ დაეწესებინა მიხეილ სააკაშვილისთვის, არის სრულიად უსაფუძვლო და უკანონო, რადგან ადვოკატის ვიზიტის უფლება, თავისუფლებააღკვეთილ პირთან, არის ისეთი უფლება, რომლის შეზღუდვაც ამგვარი მოტივებით დაუშვებელია. არ ვიცი, ამ შეზღუდვების სამართლებრივი საფუძველი რა გახდა", - თქვა შოთა თუთბერიძემ. 

მისივე თქმით, დაცვის მხარე ყველა ღონეს მიმართავს, რომ აბსურდული შეზღუდვები შეიცვალოს.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის მონახულებს დღეს შეეცდება უკრაინის კონსულიც, რომელსაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღის მეორე ნახევრისთვის ელოდებიან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი