ლუკაშენკო კიდევ ერთხელ ცვლის კონსტიტუციას და პრეზიდენტობას 2035 წლამდე აპირებს

გამოქვეყნდა:

ალექსანდრ ლუკაშენკო კიდევ ერთხელ ცვლის კონსტიტუციას და პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენას 2035 წლამდე გეგმავს. ამ ინფორმაციას ბელარუსი ლიდერის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კონსტიტუციის ახალი ვერსიის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მხოლოდ ორი ხუთწლიანი ვადით იქნება შესაძლებელი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ლუკაშენკოს პრეზიდენტობის წლები გათვალისწინებული არ იქნება, ეს კი ნიშნავს, რომ მას 2025 და 2030 წელს ისევ ექნება უფლება, ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე იყაროს კენჭი.

ახალ კონსტიტუციაზე რეფერენდუმი ბელარუსში 2022 წლის თებერვალში გაიმართება.

ლუკაშენკო ბელარუსს 1994 წლიდან მართავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი