რუსეთმა, ქვეყნის უძველესი უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“ დახურა

გამოქვეყნდა:

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის უძველესი უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“ დახურა. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1989 წელს დაფუძნდა, საბჭოთა კავშირის დროს დევნილი უდანაშაულო ადამიანების რეაბილიტაციაზე და კომუნისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების მხილებაზე მუშაობდა.

სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას პროკურორმა განაცხადა, რომ „მემორიალი“ წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვის, რადგან დასავლეთიდან ფინანსდება და ფოკუსირებას ახდენს საბჭოთა კავშირის დროს მომხდარ დანაშაულებზე, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის "დიდებულ წარსულს" გაუსვას ხაზი.

2016 წელს მიღებული კანონით, რუსეთში მოქმედ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დასავლეთიდან ფინანსდება, ოფიციალურად ეწოდება „უცხოეთის აგენტი“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი