შეშფოთებულები ვართ, მოვუწოდებთ პარლამენტს ინკლუზიური მიდგომისკენ - ნორვეგიის ელჩი სახელმწიფო ინსპექტორზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ჰელენ სანდ ანდრესენი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება და პარლამენტს ინკლუზიური მიდგომისკენ მოუწოდებს.

"შეშფოთებულები ვართ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის დაჩქარებული პროცესით და ყველა თანამშრომლის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ პარლამენტს ჰქონდეს ინკლუზიური და გააზრებული, აწონილი მიდგომა. 

სახელმწიფო ინსპექტორს უნდა მიეცეს შესაძლებლობა გაძლიერდეს, რომ შეძლოს შეასრულოს თავისი როლი, როგორც დამოუკიდებელმა ადამიანის უფლებათა ინსტიტუტმა", - წერია ელჩის განცხადებაში.

ცნობისთვის, პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს პირველი მოსმენით დღეს განიხილავს. 

კომენტარი გააკეთა ელჩის მოადგილემაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი