
"ქურდულად და ყაჩაღურად გაიტაცეს... ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის აჩრდილისაც კი ეშინია" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე "მთავარი არხის" სპეცეთერში საუბრობს.
მისი ცნობით, უფლებადამცველებმა მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყვანის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობისგან გაიგეს. თუთბერიძე ამბობს, რომ მათ მოსახლეობამ დაურეკა და უთხრეს, რომ ჰოსპიტლის ტერიტორიაზე "ძალიან ბევრი პიკაპი და სასწრაფოს მანქანა შევიდა".
"ცხადი გახდა ჩვენთვის, რომ გადაყვანა იგეგმებოდა. სად გადაჰყავდათ და როგორ გადაჰყავდათ არც ჩვენთვის და არც ოჯახის წევრებისთვის არ უცნობებია არავის... ზუსტად ისე ქურდულად და ყაჩაღურად გაიტაცეს, როგორც ეს 90-იან წლებში ხდებოდა. ტრაგედიაა, როცა ადვოკატებს გვიწევს მკითხაობა და მარჩიელობა, სადაა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნება. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა თარგამაძის ეპოქაში დააბრუნოს ქვეყანა", - ამბობს თუთბერიძე.
ადვოკატი ამბობს იმასაც, რომ ხელისუფლებას "მიხეილ სააკაშვილის აჩრდილისაც კი ეშინია" და გამოთქვამს ვარაუდს, რომ მესამე პრეზიდენტი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში ისევ მოტყუებით გადაიყვანეს.
იხილეთ ასევე: